მატის დე ლიხტი „იუვენტუსის“ ფეხბურთელია და ეს ცნობა ოფიციალურად დღეს საღამოს დადასტურდება. ჰოლანდიელის შესახებ კომენტარი მისმა აგენტმა მინო რაიოლამ გააკეთა და აღნიშნა, რომ დე ლიხტისთვის „იუვენტუსი“ საუკეთესო გუნდია.
„დე ლიხტისთვის „იუვენტუსი“ იდეალური ვარიანტი იყო. მცველისთვის იტალიაში თამაში მნიშვნელოვანია, შეუძლია აქ ბევრი რამ ისაწვლოს. ამჟამად საუკეთესო ახალგაზრდა მცველია, მაგრამ აქ ყოფნით მსოფლიოს საუკეთესო მცველად გახდომა შეუძლია. მენტალიტეტით ნედვედს მაგონებს, ამბიციით - იბრაჰიმოვიჩს“, - აღნიშნა რაიოლამ იტალიელ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ 19 წლის ჰოლანდიელში „აიაქსს“ 75 მილიონი ევრო გადაუხადა და მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.