ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებით ჩაერთო ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 80 ათასი დოლარია.
მე-3 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული თურქი იპეკ ოზი 6:4, 2:6, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში იაპონელ აკიკო ომაეს გაეჯიბრება.
ჰოლანდიურ ამერსფოორტში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 46 600 ევრო) გამოეთიშა ალექსანდრე მეტრეველი. ის და ხორვატი ტომისლავ დრაგანია წყვილთა თანრიგის მერვედფინალში ფრანგულ დუეტთან (ბენშეტრი-ტატლო) 6:7 (4:7), 6:2, 6:10 დამარცხდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაკარგულია იმ თორნიკეს გვარია თუ მართლა დაკარგულია და ვერ პოულობენ ? D