უკვე არახალია, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელი შემტევი, ნეიმარი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, პარიზული კლუბის დატოვებას აპირებს - წერს Mundo Deportivo.
ისიც ცხადია, რომ ბრაზილიელისთვის პრიორიტეტული ვარიანტი, ყოფილი კლუბი „ბარსელონაა.“ თუმცა ისიც ესმის, რომ კატალონიურ კლუბში დაბრუნება ძნელი იქნება. ამიტომ, ის ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევს. მათ შორის არიან მადრიდის „რეალი,“ „იუვენტუსი“ და „ბაიერნი.“
იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარიანტიც, მაგრამ მანჩესტერელთა ჩემპიონთა ლიგაში ვერმოხვედრის გამო, გარიგება გამოირიცხა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ში „ბარსელონადან“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა 222 მილიონ ევროდ და ამისდაკვალად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.