„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენ მეოთხეზე მაღალი ადგილის დაკავებას უნდა ვეცადოთ. მე ოპტიმისტურად ვუცქერ მომავალს. არ ვარ ჩვეული „იუნაიტედი“ მეხუთე-მეექვსე ადგილებზე ვიხილო.
ასეთია გამოწვევა და ეს მომწონს.
ფეხბურთელებთან უნდა ვიმუშაოთ. ახალი მოთამაშეები დავიმატოთ და მიზნისკენ თანმიმდევრულად მივიდეთ.“ - უთხრა სულშერმა ВВС-ს.