ფეხბურთი

10:23 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: „უახლოეს დღეებში 3-4 ხმაურიან ტრანსფერს განვახორციელებთ“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ უახლოეს დღეებში კლუბი რამდენიმე ხმაურიან ტრანსფერს განახორციელებს.

„დიახ, შემიძლია გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ კარგი გუნდი გვეყოლება იმ ფეხბურთელებით, რომლებიც გვყავს, მაგრამ უფრო უკეთესი, მას შემდეგ რაც ახალ მოთამაშეებს შევიძენთ. 3 ან 4 ფეხბურთელი დაგვემატება. საუბარია დიდ ფეხბურთელებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად გააძლიერებენ „არსენალს.“ - ციტირებს ემერის სიტყვებს Mirror.

ახლახან კლუბის მფლობელის, სტენ კრონკეს ვაჟმა, ჯოშმა, რომელიც „მეთოფეთა“ დირექტორატის წევრია, „არსენალის“ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურება დააანონსა.

0.113473