თამაშგარე

10:52 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარული ევგენი კაფელნიკოვის სოლიდარობა საქართველოსადმი

აუცილებელი არაა ჩოგბურთის თავგადაკლული ქომაგი იყოთ იმის გასახსენებლად, რომ ვეტერანი რუსი მეჩოგნე ევგენი კაფელნიკოვი თავის დროზე მთელს მსოფლიოში უპირველესი იყო და მისი სიტყვა თუ საქმე დღესაც საინტერესო, დაფასებული და საჩოგბურთო თუ არასპორტული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.

სწორედ ამიტომაცაა სასიხარულო, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მკვეთრად დაპირისპირებულმა ევგენი კაფელნკოვმა რამდენიმე დღის წინ ჩაწერა და სოციალურ ქსელში განათავსა ორი პატარა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ იგი რუსული ეკონომიკური ემბარგოს ზღვარზე მყოფ საქართველოს სოლიდარობას უცხადებს და რუსი შოვინისტების ჯიბრზე ჯერ გემრიელად სვამს ქართულ ბორჯომს, მეორე ვიდეოში კი ქართულ ლიმონათსა და ხინკალს დიდის ნეტარებით გეახლებათ.

ვეტერანი მეჩოგნის ეს საქციელი უკვე გახდა დიდი განხილვის საგანი და რუსეთის ხელისუფლებისადმი ცინიზმით გამსჭვალული ორი პატარა ვიდეო საქართველოს ბევრმა არაკეთილმოსურნემ სამშობლოს ღალატადაც კი შეაფასა. თუმცა ევგენი კაფელნიკოვს ეს დიდად არ ანაღვლებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსულ პოლიტიკაში ფესვების მყარად გადგმის დიდი სურვილი და მოტივაცია გააჩნია.

https://twitter.com/KYevgeni/status/1149729676715106305

0.114032