ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ზუსტად ერთ საათში ჩაატარებს თბილისის „საბურთალო“, რომელის მოლდოვის ჩემპიონ „შერიფს“ „მიხეილ მესხზე“ დაუხვდება.
მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ ტირასპოლში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 3:0 მოიგო და სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.
დღევანდელ შეხვედრაში კი გუნდების სასტარტო შემადგენლობები შემდეგნაირია:
„საბურთალო“ (4-4-2): მიგინეიშვილი; მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი; დიასამიძე, ვაგნერი, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი; როლოვიჩი, კოხრეიძე
„შერიფი“ (4-3-3): მიკულიჩი; პალჩიჩი, ნ;დიაიე, მუზეკი, კრისტიანო; კენდიში, ანტონი, გორდიენკო; ლატიფი, ტამბე, ბობანი
მსაჯი: პაველ ორელი (ჩეხეთი)