კალათბურთი

18:08 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაატა გურასპაული: "ეს უდიდესი მოვლენა და სრულიად საქართველოს წარმატებაა"

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დელეგაცია მიუნხენიდან დაბრუნდა, სადაც საქართველო ევრობასკეტ 2021-ის ერთ-ერთი მასპინძელი გახდა.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა მედიასთან თბილისში ჩამოსვლისთანავე კომენტარი გააკეთა და გაანცხადა, რომ ეს სრულიად საქართველოს წარმატებაა.

„უდიდესი მოვლენაა, ვულოცავ ყველას, არამარტო სპორტულ სამყაროს, არამედ სრულიად საქართველოს. ეს არის ქვეყნის წარმატება. ჩვენ 2021 წელს გვექნება ის ტურნირი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში და ამ შემთხვევაში ევროპაში. ასე, რომ ეს წარმატება არის ყველა ჩვენგანის, ეს არაა მხოლოდ კალათბურთის ფედერაციის წარატებაა, ესაა მთლიანად ქვეყნის წარმატება.

პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომლის იქ ყოფნით, დამაჯერებელი საუბრითა და იმ დაპირებებით, რომელიც ფიბას წარმომადგენლებს მისცა, რომ დარბაზი აუცილებლად აშენდება, ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი და ფიბა გვენდო ჩვენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას და მასთან ერთად სახელწიფო სტრუქტურებს, რომელთანაც ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდვიოდით წინ, რომ ეს ისტორიული მომენტი დამდგარიყო. ვულოცავ ჟურნალისტებსაც, რადგან ეს თქვენი წარმატებაცაა და დარწმუნებული ვარ, 2021 წლის აგვისტოში ჩვენ უბედნიერესნი ვიქნებით და ერთად ვუგულშემატკივრებთ იმ ნაკრებს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება“, - განაცხადა გურასპაულმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლის სტატუსი გუშინ ოფიციალურად მიენიჭა. ევრობასკეტი 2021 წლის 17 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

0.124227