ფეხბურთი

19:47 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის საგამოცდო მოდული მიმდინარეობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განივითარებისა და განათლების განყოფილების ორგანიზებით, ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის 2019 წლის პირველი კურსის საგამოცდო, მეოთხე მოდული მიმდინარეობს.

საგამოცდო მოდული სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში სამი დღის განმავლობაში ჩატარდება და ის როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ გამოცდებს მოიცავს. დასკვნითი მოდულის დაწყებამდე კურსის მონაწილეებს სიტყვით სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვა და სიტყვით მიმართა:

“მწვრთნელთა განათლება ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ვფიქრობთ, რომ განათლებული მწვრთნელების გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება. C ლიცენზია მწვრთნელთა განათლების პირველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი საფეხურია, რადგან თქვენი პროფესიული განვითარება და განათლება სწორედ აქედან იწყება.

ძალიან სასიამოვნოა, რომ 2018 წლიდან უეფასთან მიღწეული შეთანხმების წყალობით ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიამ უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.” - განაცხადა ზაზა ზამთარაძემ.

საგამოცდო მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსის ყველა მონაწილეს საერთაშორისო კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემა.

www.gff.ge

0.106146