ჭადრაკი

13:05 | 16.07.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ფოთში ქართველი მოჭადრაკეები დაწინაურდნენ

ფოთში მიმდინარე ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი ქართველთა ჰეგემონიით გრძელდება. 4 ტურის თავზე 3.5 ქულით 4 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის 3 ჩვენებურია.

დამატებითი მაჩვენებლებით, პირველ ადგილზე ლევან ფანცულაია (2612) იმყოფება, მეორე თორნიკე სანიკიძეა (2509), მესამე – ლუკა პაიჭაძე (2567), მეოთხე კი – ყაზახი არისტანბეკ ურაზაიევი (2436).
ლიდერებს ნახევარი ქულით 6 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება, მათ შორის კი, დავით მაღალაშვილი (2485), მერი არაბიძე (2402), ნიკოლოზ ჩხაიძე (2330) და ნოე თუთისანიც (2460) არიან.
9 ტურად მიმდინარე ტურნირის მე-5 ტური დღეს ჩატარდება. ყველაზე დიდ ინტერესს ფანცულაია-პაიჭაძისა და ურაზაიევი-სანიკიძის პარტიები იწვევს.
შეგახსენებთ, რომ ფოთი საჭადრაკო ფესტივალს უკვე მეთოთხმეტედ მასპინძლობს. შეჯიბრის ფარგლებში 10 ტურნირი იმართება და მასში 9 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. ფესტივალის საერთო საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:37 | 28.05.2014
fanatic (1105)

ძაან გაუჭირდება მაგრამ სადაც ამდენი სენსაცია ხდება იქნება ამათაც მოუგონ პეშკე/სრებოტნიკს )

18:55 | 28.05.2014
ako. milanista (962)

სურათზე შაფატავა არ არის? :/

16:53 | 28.05.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები ოქსანას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066226