ფეხბურთი

10:51 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება

დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს გააგრძელებს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ესპანელი მეკარე მანკუნიანელებთან ხანგრძლივ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და კვირაში ჯამაგირად 375 ათას გირვანქას მიიღებს. ამისდაკვალად, 28 წლის დე ხეა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება.

ამჟამად მისი ხელფასი კვირაში 200 ათასს შეადგენს. ახალ კონტრაქტს კი ის ხელს გუნდის წინასასეზონო ტურიდან დაბრუნების შემდეგ მოაწერს.

გასულ სეზონში დე ხეამ „მანჩესტერის“ მაისურით ჯამში 47 მატჩი ჩაატარა და 63 ბურთი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111254