ბრაზილიელ ჟურნალისტებს „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის, ნეიმარის ექსკლუზიური ინტერვიუს ჩანაწერი მოპარეს - გვამცნობს UOL. ცნობილი ხდება, რომ ინტერვიუს წინ, ნეიმარმა მათ სთხოვა, ახლო მომავალზე და საგადასახადო პრობლემებზე კითხვები არ დაესვათ.
თავიდან, ინტერვიუს დაბეჭდვა პარასკევისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ორშაბათისთვის გადაიტანეს. შემდეგ ჟურნალისტებმა საკუთარი ავტომობილის საბარგულზე დაზიანებები აღმოაჩინეს. ხოლო როცა გააღეს, იქ კომპიუტერი ვეღარ აღმოაჩინეს.