მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ყოფილი შეგირდის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. „რკინიგზელთა“ თავკაცის განცხადებით, ყოფილი გუნდების კარში გოლები ფეხბურთელებს ხშირად გააქვთ.
„ხვიჩას გოლი? ყოველთვის ხდება. როდესაც ფეხბურთელი თამაშობს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გოლის გატანას ახერხებს“, - თქვა სიომინმა.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ პრემიერლიგის პირველ ტურში „ლოკომოტივს“ მოსკოვში გაუტანა და საკუთარ გუნდს 1 ქულა მოუტანა.