ფეხბურთი

18:34 | 15.07.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ჯანო ანანიძე: "სპარტაკი" ჩემი ცხოვრებაა"

ჯანო ანანიძის დებიუტი მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარ გუნდში ზუსტად 10 წლის წინ, 2009 წლის 15 ივლისს, რუსეთის თასზე „კრასნოდართან“ შეხვედრაში შედგა.

საიუბილეო თარიღს ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში სპეციალური წერილი მიუძღვნა:

„15.07.2009. ბედნიერი ვარ, რომ ბედის ნებით „სპარტაკის“ ფეხბურთელი გავხდი 10 წლის წინ და ვითამაშე ჩემი პირველი თამაში ამ შესანიშნავი კლუბის მაისურით. ყველას დიდი მადლობა, ვინც რჩევებს მაძლევდა, იყვნენ მოედანთან ახლოს და ტრიბუნებიდან მხარს გვიჭერდნენ. მადლობა მათ ვინც გაიზიარა ამ პერიოდში ჩვენი სიხარული და წარუმატებლობა. ერთი სიტყვით, ვისაც ჩემი სჯეროდა და ახლაც სჯერა. „სპარტაკი“ ჩემი ცხოვრებაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ ჩემი საუკეთესო მატჩები ჯერ კიდევ წინაა. მე მიყვარს თეთრი და წითელი“, - დაწერა ჯანომ ინსტაგრამში.

ამ პერიოდში ჯანომ „სახალხო გუნდის“ რიგებში 131 თამაში ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. 2013-2014 წლების სეზონი იჯარით „როსტოვში“ გაატარა, ხოლო ამავე ფორმულით გასული სეზონის მეორე ნახევარი „კრილია სოვეტოვში დაჰყო.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:05 | 25.09.2021
Kobe Bean (21716)

ჩელსი-სიტი იყო მაგარი თამაში,მართალია 1-0 მორჩა მაგრამ მაინც.მარცხენა მცველი და ცენტრფორვარდი უნდა სიტის და ულაპარაკოდ მოიგებენ ამ სეზონის პრემიერლიგასაც.ბერნარდო სილვამ ძაან მაგარი თამაში ჩაატარა.ყველაზე უცნაური ისაა რომ ჟეზუსი ფლანგზე ყავდა გვარდიოლას და ფოდენი ყავდა ცენტრფორვარდზე.ერთადერთი ჟეზუსი ყავს ცენტრფორვარდი და იმასაც ფლანგზე ათამაშებს

22:59 | 25.09.2021
Kobe Bean (21716)

ახლა ამის და დაწერს ინსტაგრამზე და გალანძღავს ბრუნოს პენალტის გაფუჭების გამო,ჩემ ძმას რატომ არ დაუთმოო.თვითონ კრისტინა ვერ დაწერს მაგას და დას დააწერინებს

22:56 | 25.09.2021
Kobe Bean (21716)

პროსტო დაუკვირდით როგორ იპიარებს ტიპი თავს.მაგარი მარკეტინგული პროდუქტია.მოიგებს წააგებს ფრეს ითამაშებს გაიტანს არ გაიტანს ყველაფერზე წერს ინსტაგრამზე.უყვარს პოპულარობა.ეს რომ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს გააფრენს ხალხის ყურადღება რომ მოაკლდება.გააგიჟა მესისთან კონკურენციამ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058481