ჩოგბურთი

14:20 | 15.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ პირველი რაუნდი დასძლია

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში იმყოფება და ადგილობრივი საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობს.

კვალიფიკაციაში მე-7 ნომრად განთესილ შაფათავას პირველი მატჩი დღეს ჰქონდა და ფრანგი ანგელ დევოს დამარცხება არ გასჭირვებია – 6:0, 6:0. გადამწყვეტ რაუნდში სოფოს მეტოქე კიდევ ერთი მასპინძელი მანონ არკანიოლი (მე-9) იქნება.
ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულტანში მიმდინარე 80-ათასიან ტურნირში სავარაუდოდ მე-4 განთესვით ჩაებმება მარიამ ბოლქვაძე, ხოლო ზოზია ქარდავა ტუნისურ ტაბარკაში, 15-ათასიან შეჯიბრში ჩაერთვება.

0.11262