ფეხბურთი

13:33 | 15.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "ვინც დამიმატებს, ნამდვილ ჩემპიონს შეიძენს"

ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტია და ახალი გუნდის ძიებაშია.

როგორც ვეტერანმა სამხრეთ ამერიკელმა Globo-სთან საუბარში განაცხადა, ვინც ხელფასს გადაუხდის, ნამდვილ ჩემპიონს დაიმატებს.

„ახლა თავისუფალი ვარ და ამ სულისკვეთებით კიდევ ბევრი გამარჯვების მოპოვება შემიძლია. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: ვინც შემიძენს, ნამდვილ ჩემპიონს დაიმატებს. არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ ჩემი მიზანია გადავიდე გუნდში, რომელიც ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება“, - თქვა დანი ალვეშმა.

ბრაზილიელ ფეხბურთელს ამჟამად პრემიერლიგის კლუბებს „მანჩესტერ სიტის“, „არსენალსა“ და „ტოტენჰემს“, გარდა ამისა, „სევილიასა“ და „ინტერს“ უკავშირებენ.

0.112503