ურეკში გაიმართა პლაჟის ხელბურთის ეროვნული ტურის პირველი შეჯიბრება, ურეკის თასი 2019. კაცებში გაიმარჯვა ქუთაისის გუნდმა, ქალებში - ყვარელმა.
კაცებში 5 გუნდი შეიკრიბა. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ქუთაისი და გორი. ორივეს 3-3 მოგება ჰქონდა, გუნდებმა მოიგეს თითო გეიმი (1-1), ბულიტების სერიაში მეტოქეს ქუთაისმა აჯობა, საბოლოოდ, 2-1. მესამე ადგილზე გავიდა სამტრედიის გუნდი, შემდეგ - ფოთი და წყალტუბო.
ქალებში ეროვნული ტურის შარშანდელმა გამარჯვებულმა, ყვარლის გუნდმა, რომელშიც თამაშობდნენ ეროვნული ნაკრების წევრები, კუნელაშვილი და ჩოხელი, 2-0 დაამარხა ქვეყნის ჩემპიონი კლასიკურ ხელბურთში, ფოთის ოქროს ვერძი. მესამე ადგილზე გავიდა წყალტუბო, მეოთხეზე - გორი.
პლაჟის ხელბურთის ეროვნული ტური - 2019
პირველი ეტაპი, ურეკის თასი. 13-14 ივლისი
კაცები
გორი - ფოთი 2-0, ქუთაისი - სამტრედია 2-0, ფოთი - წყალტუბო 2-1, გორი - სამტრედია 2-0, ქუთაისი - წყალტუბო 2-0, ქუთაისი - ფოთი 2-0, სამტრედია - წყალტუბო 2-0, გორი - წყალტუბო 2-0, სამტრედია - ფოთი 2-0, ქუთაისი - გორი 2-1
1.ქუთაისი 4 მოგება, 2. გორი 3, 3. სამტრედია 2, 4. ფოთი 1, 5. წყალტუბო 0
ქალები
ყვარელი -გორი 2-0, ფოთი - წყალტუბო 2-0, ფოთი - გორი 2-0, ყვარელი - წყალტუბო 2-0, წყალტუბო - გორი 2-0, ყვარელი - ფოთი 2-0
1.ყვარელი 3 მოგება 2. ფოთი 2, 3. წყალტუბო 1, 4. გორი 0







