თამაშგარე

10:10 | 15.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

“მაგ სექსუალური ქალი მაგი, მაგას ქმარი გეექცა...“

საქმე იქითკენ მიდის, რომ ქმრის ღალატით გამწარებული რუს-თათარი მოდელი ირინა შეიკი ერთ დღეს ვეღარ მოითმენს ამდენ კითხვებს, ჟურნალისტთა ჭიჭინს, ნაცნობთა თუ უცნობთა ეჭვიან მზერას და ისეთ რამეებს ჩაიდენს, მის წინაპრებს რომ არ ჩაუდენიათ ყირიმსა თუ თათრეთში.

“მაგ სექსუალური ქალი მაგი, მაგას ქმარი გეექცა“ - დღენიადაგ წერს ევროპის ბულვარული მედია და იმასაც დასძენენ, რომ ირინა შეიკის აწუკვე ყოფილი ქმარი და შვილის მამა, ცნობილი მსახიობი ბრედლი კუპერი ნამეტნავად კმაყოფილია მომღერალ ლეიდი გაგასთან აწყობილი ახალი ცხოვრებით.

ევროპიდან შორს, ოკენეების მიღა აშშ-ში კი ბულვარული მედია საერთოდ იმას წერს, რომ ლეიდი გაგა ბრედლი კუპერისგან ორსულადაა და ეს ამბავი სულ მალე საყოველთაოდ გახდება ცნობილი. ამ ყველაფრის შემდეგ, ირინა შეიკი ალბათ ისევ კრიშიანუ რონალდუსთან გატარებულ ბედნიერ წლებს მისტირის, მაგრამ რაღა დროს...

0.154327