ავტოსპორტი

5:10 | 15.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა ბრიტანული დიდი პრიზი მეექვსედ მოიგო

ლუის ჰამილტონმა ბრიტანეთის დიდი პრიზი მეექვსედ, 141 ათასი მაყურებლის წინაშე მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატში ლიდერობა 39 ქულამდე გაზარდა. ის პირველი მრბოლია, ვისაც ეს რბოლა ექვსჯერ აქვს მოგებული. სულ სეზონში მეშვიდე, კარიერაში კი მე-80 გამარჯვება მოიპოვა.

„სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რამდენად ამაყი ვარ იმით, რომ შინაური მაყურებლების წინაშე ვარ. ძალიან ბევრ ბრიტანული დროშას ვხედავ, მათ ყოველ წრეზე ვხედავდი. ამას ყოველწლიურად ვხედავ და ძალიან ვაფასებ. შესაძლოა, ამ ყველაფერს უკვე შეეჩვიეთ, მაგრამ მე გეტყვით, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს პირველად მოხდა“, - რბოლის შემდგომ, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონ და თავის ყოფილ თანაგუნდელ ჯენსონ ბატონთან სახელდახელო ინტერვიუსას განაცხადა ჰამილტონმა.

მას შემდეგ, რაც ფორმულა 1-ში 2007 წელს მოვიდა, ჰამილტონი ყოველ სეზონში იგებს რბოლებს. ჰიბრიდული აგრეგატების ეპოქაში კი (2014 წლიდან), ყოველ სეზონში საშუალოდ 10 გამარჯვების მოპოვებას ახერხებს. და ძალიან სწრაფად უახლოვდება მიხაელ შუმახერის რეკორდს - კარიერაში 91 გამარჯვებას და შვიდ ტიტულს.

ბრიტანეთის დიდ პრიზზე, აქამდე 5-5 გამარჯვება ჰამილტონს, ალენ პროსტს და ჯიმ კლარკს ჰქონდათ მოპოვებული. მაგრამ ამიერიდან, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ერთპიროვნული რეკორდსმენია.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:25.093
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:25.099
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:25.172
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:25.276
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:25.590
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:25.787
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:26.182
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:26.224
  9. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:26.345
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:26.386
  11. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:26.519
  12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:26.546
  13. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:26.578
  14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:26.757
  15. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:26.928
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:26.662
  17. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:26.721
  18. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:26.762
  19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:27.789
  20. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:28.257

სილვერსტოუნი, დისტანცია 306.198 კმ (52 წრე, 5.891 კმ)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:21:08.452 (226.419 კმ/სთ)
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 24.928
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 30.117
  4. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 34.692
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 39.458
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 53.639
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 54.401
  8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:05.540
  9. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:06.720
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:12.733
  11. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:14.281
  12. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:15.617
  13. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:21.086
  14. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  15. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1 წრე
  16. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1 წრე
  17. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  18. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 34 წრე
  19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 44 წრე
  20. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 46 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:27.369 (52-ე წრე, 242.735 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 223 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 184; 3. მაქს ფერსტაპენი - 136; 4. სერბასტიან ფეტელი - 123; 5. შარლ ლეკლერი - 120; 6. პიერ გასლი - 55; 7. კარლოს საინსი - 38; 8. კიმი რაიკონენი - 25; 9. ლანდო ნორისი და დანიელ რიკარდო - 22; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 17; 12. კევინ მაგნუსენი - 14; 13. სერხიო პერესი - 13; 14. დანიილ კვიატი - 12; 15. ალექსანდერ ალბონი - 7; 16. ლანს სტროლი - 6; 17. რომენ გროჟანი - 2; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 1; 19. ჯორჯ რასელი და რობერტ კუბიცა - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 407 ქულა; 2. ფერარი - 243; 3. რედ ბულ-ჰონდა - 191; 4. მაკლარენ-რენო - 60; 5. რენო - 39; 6. ალფა რომეო-ფერარი - 26; 7-8. რეისინგ პოინტ-მერსედესი და ტორო როსო-ჰონდა - 19; 9. ჰაას-ფერარი - 16; 10. უილიამს-მერსედესი - 0

0.118909