კატალონიის „ბარსელონამ“ ანტუან გრიზმანს კონტრაქტი გაუფორმა და ოფიციალურად წარადგინა. შედეგად, გაირკვა, რომ ფრანგი კატალონელთა რიგებში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გრიზმანს ახალი მაისური კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ გადასცა.
შეგახსენებთ, გრიზმანი „ბარსელონაში“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია