ჩოგბურთი

1:07 | 15.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: "როჯერი შთაგონების წყაროა, მაგრამ დღეს ერთ-ერთი აუცილებლად უნდა დამარცხებულიყო"

უიმბლდონის დრამატული ფინალისა და როჯერ ფედერერის წინააღმდეგ გამარჯვების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა კომენტარი გააკეთა. სერბი ჩოგბურთელის განცხადებით, ეს ერთ-ერთი გამორჩეული ფინალი იყო, რომელიც უთამაშია.

ნოვაკო აღნიშნავს, რომ ფედერერი შთაგონების წყაროა და წუხილი გამოთქვა, რომ ერთ-ერთი აუცილებლად უნდა დამარცხებულიყო:

„ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფინალია, რომელშიც მითამაშია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. სამწუხაროდ, ორიდან ერთი აუცილებლად უნდა დამარცხებულიყო. წარმოუდგენელი იყო ორმაგი მატჩპოინტის გაბათილება და შემდეგ გამარჯვება. როჯერი შთაგონების მუდმივი წყაროა, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, ჩოგბურთელობაზე ვოცნებობდი და ამ ტურნირის მოგებაც ჩემს ოცნებებში შედიოდა. ეს განსაკუთრებული წარმატებაა და ჩემს ოჯახთან ერთად გავიზიარებ, რომლებიც ამ თამაშს ესწრებოდნენ და ჩემი ოცნება იყო მათ თვალსწინ გამარჯვება, რომელიც რეალობად იქცა“, - ჯოკოვიჩმა.

შეგახსენებთ, ჯოკოვიჩმა უიმბლდონი კარიერაში მეხუთედ მოიგო და ამ შედეგით ბიორნ ბორგს გაუთანაბრდა. ზოგადად კი, სერბის კარიერაში ეს მე-16 დიდი მუზარადის ტიტული გამოდგა. აქვე გეტყვით, რომ ეს უიმბლდონის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფინალი გამოდგა.

0.112529