ფეხბურთი

0:50 | 15.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბებეტო: „დროა, ნეიმარი გონს მოეგოს“

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ბებეტო, მიიჩნევს, რომ დროა „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი დაფიქრდეს და გადაწყვეტილებები ისე მიიღოს.

„მთელი გულით მჯერა, რომ ერთხელაც ნეიმარი გონს მოეგება. ახლა ვერ ხვდება, რას აკეთებს. ის მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის. ჩვენ მის გოლებზე უნდა ვლაპარაკობდეთ და გვეამაყებოდეს როგორ ბრწყინავს ბრაზილიის ნაკრებში.

ნეიმარს თანავუგრძნობ. მის მაგვარ მოთამაშეს მსოფლიოს ნებისმიერი კლუბი სიამოვნებით აიყვანდა შემადგენლობაში. ძალიან მიყვარს ის. იმედია, დაფიქრდება და გონს მოეგება. მოეგება და ისევ ის ბედნიერი ყმაწვილი იქნება, რომელიც ყველას აღგვაფრთოვანებდა თავისი ტექნიკითა და სილაღით.“ - ციტირებს ბებეტოს სიტყვებს L'Equipe.

0.118674