ფეხბურთი

22:17 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეშის გადაბირება პრემიერლიგის სამ კლუბს სურს

ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა, კარიერა შესაძლოა, ინგლისურ პრემიერლიგაში გააგრძელოს - გვამცნობს El Mundo Deportivo. გამოცემის მტკიცებით, 36 წლის მცველს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მისით კი სამი ინგლისური კლუბი: „არსენალი,“ „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესებულა.

შეგახსენებთ, რომ ალვეში პსჟ-ში 2017 წელს „იუვენტუსიდან“ გადავიდა ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით. გასულ სეზონში ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა, პარიზულ კლუბში 32 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა. მანამდე ალვეში „ბაიაში,“ „სევილიასა“ და „ ბარსელონაში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120646