ძიუდო

19:40 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილის ბრინჯაო გრან პრიზე

ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ბექამ ყაზახი ისლამ ბოზბაიევი ვაზარიზე დასცა, შემდეგ კი, მეტოქეს მე-3 შიდო მიაღებინა და საქმე ვადაზე ადრე მოუთავა.
შეგახსენებთ, რომ ღვინიაშვილმა საწყის რაუნდებში უზბეკ იახიო იმამოვსა და იტალიელ მატეო მარკონჩინის იპონებით აჯობა, უკრაინელ ვადიმ სინიავსკის ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში კი კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან იპონზე დაეცა.
ამგვარად, ბექა რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი დააიპონა და ბრინჯაოსთვის ჭიდაობის უფლებაც ამის გამოისობით მიიღო.
ცნობისთვის, აღნიშნულ წონაში პირველობა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა იზეიმა, რომელმაც ფინალში იაპონელ შოიჩირო მუკაის აჯობა. ნიკომ ჯამში ხუთ მეტოქეს სძლია, მათ შორის, ავთანდილ ჭრიკიშვილს.
მცირე ხანში კვარცხლბეკზე ასასვლელად მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილიც (+100 კგ.) იბრძოლებს, რომელიც ბრინჯაოსთვის ასევე უზბეკ ბეკუმორდ ოლტიბოევს დაუპირისპირდება.

0.131012