ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტნის მატის დე ლიხტის „იუვენტუსში“ ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია. იტალიური მედიის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელი ხვალ უკვე ტურინში იქნება.
შესაბამისად, სამშაბათს (შესაძლოა ხვალაც) სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს.
დე ლიხტი „იუვენტუსს“ ბედს 5 წლით დაუკავშირებს და ბონუსების ჩათვლით მისი გასამრჯელო სეზონში 12 მილიონ ევროს მიიღებს.
თავად „აიაქსი“ კი უნიჭიერესი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ცნობილი ხდება ისიც, რომ დე ლიხტის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო იქნება, ხოლო „ბებერი ქალბატონის“ რიგებში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
აქვე გეტყვით, რომ „აიაქსი“ გუშინ ავსტრიაში შეკრებაზე გაემგზავრა, მაგრამ მატის დე ლიხტი გუნდს არ გაჰყოლია.