ფეხბურთი

18:26 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ვალენსიამ" მაქსი გომესი დაიმატა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "სელტას" ყოფილი ფეხბურთელი მაქსი გომესი "ვალენსიაში" გააგრძელებს კარიერას. როგორც "ღამურების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და მისის გამოსასყიდი თანხა 140 მილიონი ევრო იქნება.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ევრო გადაიხადეს ვალენსიელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ. მაქსი გომესი ვიგოელებს 2017 წელს "დეფენსორიდან" შეუერთდა. ორ სეზონში სამხრეთამერიკელმა 75 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.148994