ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფება და ადგილობრივი ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.
გორგოძე კვალიფიკაციაში მე-2 შეჯიბრით ჩაება და პირველივე წრეში რუმინელ კრისტინა დინუსთან 4:6, 3:6 დამარცხდა. წყვილთა შეჯიბრში ეკო მონაწილეობას არ იღებს.
გერმანულ მარბურგში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის წყვილთა თანრიგს ნახევარფინალში გამოეთიშა ალექსანდრე მეტრეველი. მან და თურქმა ტუნა ალტუნამ მე-2 განთესვის მქონე რუმინულ დუეტთან (ანტონესკუ-გრიგორიუ) 6:2, 3:6, 4:10 წააგეს.