ფეხბურთი

18:52 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დელფი "მანჩესტერ სიტის" ჩინეთში არ მიყვება

ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველი ფაბიან დელფი "მანჩესტერ სიტის" ჩინურ ტურნეზე არ გაყვება. "ქალაქელებმა" შემადგენლობა უკვე დაასახელეს და 29 წლის მოთამაშე სიაში არაა. როგორც Sky Sports-ი იუწყება, დელფი უახლოეს მომავალში "ევერტონში" 9 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავა.

ფაბიანი "სიტის" "ასტონ ვილადან" 2015 წელს შეუერთდა. ოთხი სეზონის განმავლობაში დელფმა 89 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.

0.116395