ფეხბურთი

13:35 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" შოტლანდიის ნაკრების მცველში 25 მილიონის გადახდას აპირებს

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების და "სელტიკის" 22 წლის მცველი კირან ტირნი შესაძლოა ლონდონის "არსენალში" გადავიდეს. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. წინა შეთავაზება, 15 მილიონი, გლაზგოელებმა არ მიიღეს.

ფეხბურთელით ასევე "ნაპოლია" დაინტერესებული, თუმცა უცნობია იტალიელები "არსენალზე" მეტის გადახდას თუ შეეცდებიან. კირანი "სელტიკის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2015 წელს დააწინაურეს. გლაზგოელთა რიგებში ტირნიმ 170 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.128876