19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ბუდაპეშტის გრან პრი მოიგო. 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ძიუდოისტი მეორე წრიდან ჩაერთო და ესპანელი იგორ ერერო დაამარცხა, შემდეგ წრეში კი - იტალიელი კრისტიან პარლატი.
მერვედფინალში ტატომ პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს სძლია, ხოლო მეოთხედფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. ნახევარფინალში ტატომ ატილა უნგვარს მოუგო, ხოლო ფინალურ დაპირისპირებაში ბრაზილიელი ჟოაუ მასედოსო იპონით დაამარცხა.