ფეხბურთი

2:30 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "ჩემი კარიერის საუკეთესო მოგონება პსჟ-სთან 6:1 გამარჯვებაა"

ნეიმარი უკვე ორი წელია „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელია, მაგრამ თავისი პარიზული ყოფით დიდად მოხიბლული რომ არაა, აქამდეც არაერთხელ დადასტურებულა.

ახლაც, ბრაზილიელმა საკმაოდ უცნაური, უფრო სწორედ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ნეიმარი ჯერ კიდევ პსჟ-ს ფეხბურთელია, მაგრამ არ დაუმალავს, რომ მისი კარიერის გამორჩეული და საუკეთესო მომენტი სწორედ პსჟ-ს უკავშრდება... ოღონდ „ბარსელონას“ მაისურით.

„როდესაც „ბარსელონაში“ ვთამაშობდი დ პსჟ-ს კარში მეექვსე გოლი გავიტანეთ, ასეთი რამ არასდროს განმიცდია, წარმოუდგენელი გრძნობა იყო. გასახდელშიც ყველაზე დიდი სიხარული ამ თამაშის შემდეგ გახლდათ, ყველაფერი სრულ სიგიჟეს გავდა, საუკეთესო ემოცია იყო ყველა ჩვენგანისთვის“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, 2016-2017 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსამ“ პარიზში 0:4 წააგო, მაგრამ საკუთარ მოედანზე 6:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. იმხანად ნეიმარი კატალონელთა რიგებში ირჯებოდა და ორი გოლიც გაიტანა.

0.114351