ფეხბურთი

0:53 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონონოვი: "ჯანოს არაორდინალური ქმედებები გვჭირდებოდა"

მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ კონონოვს ჯანო ანანიძის შესახებ ჰკითხეს თუ რატომ დააყენა "სოჭის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში და რამდენად კმაყოფილი იყო მისი თამაშით.

რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში „სპარტაკმა“ „სოჭს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ჯანო სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე 65-ე წუთამდე იმყოფებოდა.

„ჩვენ საკმარისი ფეხბურთელები გვყავს და არჩევა შეგვიძლია. ჩავთვალე, რომ „სოჭი“ დაცვაში ითამაშებდა და ასეთ დროს ჯანო თავისი პასებითა და არაორდინალური ნაბიჯებით საჭირო იყო. ჰქონდა კარგი მონაკვეთები, მაგრამ მომენტები შედეგით არ დასრულებულა“, - აღნიშნა კონონოვმა.

შეგახსენებთ, "სპარტაკმა" "სოჭი" სამუელ ჟიგოს ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა და 2019-2020 წლების სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113124