ფეხბურთი

22:59 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ და ტაბიძემ სეზონი სასტარტო შემადგენლობებით დაიწყეს

რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა მოსკოვის „სპარტაკმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „სოჭი“ მიიღო. თითქოს, „სახალხო გუნდი“ გამოკვეთილი ფავორიტი გახდათ, მაგრამ მსაჯის მესამე კომპენსირებულ წუთზე გატანილი გოლით მოიგო - 1:0.

სამუელ ჟიგომ ფერნანდოს კუთხურის შემდეგ თავით დალაშქრა მეტოქის კარი და „სპარტაკს“ სეზონი გამარჯვებით დააწყებინა. მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო ჯანო ანანიძე, მაგრამ 65-ე წუთზე შეცვალეს.

ჯიმი ტაბიძის „უფა“ ეკატერინბურგში, „ურალს“ ესტუმრა და უხვგოლიან შეხვედრაში 2:3 წააგო. სტუმართა ქართველი შეუცვლელად გაისარჯა.

0.135119