კალათბურთი

21:56 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

თსუ-მ სტუდენტურის “ა” ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სტუდენტურ “ა” ლიგაში დარჩა. საკვალიფიკაციო სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც თსუ-ელებს გეომედის უნივერსიტეტი ეცილებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტელთა გამარჯვებით – 95:90 დასრულდა. ამ გამარჯვებით თსუ-მ შეინარჩუნა სტუდენტურის უძლიერეს ლიგაში ადგილი.

გადამწყვეტი მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გეომედმა პირველ მატჩში წაგების შემდეგ მეორე შეხვედრა დამაჯერებლად მოუგო თსუ-ს და შანსი გაუჩნდა, სტუდენტურის “ა” ლიგაში აღზევებულიყო. ბაქარ გაბისიანის წინამძღოლობით გეომედელებს მიზნამდე მცირედი დააკლდათ. გაბისიანმა 55 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. თსუ-ელები უფრო გუნდურად თამაშობდნენ და გამარჯვებამდეც დამსახურებულად მივიდნენ.

სახელმწიფო უნივერსიტეტელებს 33 ქულით გიორგი ანდღულაძემ ულიდერა, ირაკლი გლუჩაძის ანგარიშზე კი 29 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

თსუ – გეომედი
სტატისტიკა: 95:90

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095066