ფეხბურთი

21:18 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სამპდორიამ" მურილიო დაიმატა

"ვალენსიას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჯეისონ მურილიო კარიერას "სამპდორიაში" გააგრძელებს. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი ახალ გუნდში 2023 წლამდე დარჩება. მურილიო პირველი წელი გენუურ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს, შემდეგ კი სრულფასოვანი წევრი გახდება.

კოლუმბიელი მცველი "ღამურებმა" 2017 წელს "ინტერიდან" ინათხოვრეს და შემდეგ გამოისყიდეს. გასულ სეზონის ნახევარი სამხრეთამერიკელმა "ბარსელონაში" გაატარა და ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.119891