ფეხბურთი

20:53 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

შოუმ ტრავმა მიიღო

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის მცველმა ლუკ შოუმ "პერს გოლისთან" მოგებულ (2:0) მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო. 24 წლის ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, თუმცა შეხვედრის დასრულება ვერ მოახერხა და 83-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ როგორი სიმძიმის დაზიანება აქვს ინგლისელს. შოუმ გასულ სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე გასულ სათამაშო წელს გულშემატკივრებმა მცველი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123447