ფეხბურთი

17:30 | 13.07.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ხოჭოლავამ საფრანგეთში გადასვლას "შახტარი" ამჯობინა

საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ ფრანგულ „ტულუზაში“ გადასვლა იაურა. Sport.ua-ს ცნობით, ფრანგებს ქართველი ფეხბურთელის შეძენა სურდათ, მაგრამ „შახტარისთვის“ კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ.

ამის მიზეზი ისაა, რომ თავად ხოჭოლავამ „ტულუზაში“ გადასვლის დიდი სურვილი არ გამოხატა. სხვა კონკრეტული დეტალები ამ დროისთვის უცნობია. აქვე გეტყვით, რომ „ტულუზამ“ ლიგა 1-ის გასული სეზონი მე-16 ადგილზე დაასრულა და გავარდნას გადაურჩა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ხოჭოლავა „შახტარში“ 2017 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში უკრაინის ჩემპიონატში 25 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:01 | 23.03.2016
maestro10 (13745)

Vatxovot erti mekare

22:00 | 22.03.2016
gio yvinchila (413)

და ამას ბუტლანდი ან რუდი არ ჯობდა? ან ფორსტერი ფოსტერი არა ფორსტერი

18:49 | 22.03.2016
რენე ფერეირა (6798)

სიტის რა ეშველება?ჰარტი კომპანი სტერლინგი დებრუინი ნახევარი გუნდია

0.083789