ფეხბურთი

15:00 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" ჩოჩიშვილი დაიმატა

გორის „დილამ“ თბილისის „შევარდენის“ აწ უკვე ყოფილი მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი დაიმატა. როგორც „დილას“ ვებგვერდი იტყობინება, ახალგაზრდა მეკარესთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ჩოჩიშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა პერიოდში ბოლნისის „სიონსა“ და თბილისის „შევარდენში“ უთამაშია. 21 წლის კიპერის კარიერაში ასევე იყო პრაღის „სლავია“ და სლოვაკური „ზლატე“.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2017 წელს საქართველოში გამართულ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე გახლდათ.

0.113081