ფეხბურთი

13:16 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივიდან" წამოსვლის მთავარი მიზეზი დაასახელა

ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის „ლოკომოტივის“ დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

18 წლის ქართველმა შემტევმა Sport24.ru-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მოსკოველებს მისი გამოსყიდვა უნდოდათ, მაგრამ არცთუ მისაღებ კონტრაქტს სთავაზობდნენ:

„ლოკომოტივთან“ მოლაპარაკებები სრულფასოვან კონტრაქტზე იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც გუნდს შევუერთდი - ზამთარში. იჯარა მხოლოდ დროებითი იყო და უნდოდათ სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება, შესაბამისად, ამ თვეებში აღნიშნულ საკითხზე საუბარი იყო.

„ლოკომოტივმა“ 1+3 წლიანი ხელშეკრულება შემომთავაზა, მაგრამ ამ წინადადების მიღება არ შემეძლო. ღმერთმა არ ქნას და ტრავმა რომ მიმეღო, კლუბი სამი წლით კონტრაქტს არ გამიხანგრძლივებდა და ტრავმირებული უგუნდოდ დავრჩებოდი.

„რუბინმა“ კი 5-წლიანი კონტრაქტი დაუყოვნებლივ შემომთავაზა და შესაბამისად რაც უნდა მოხდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში აქ ვითამაშებ, გაურკვეველობა გამორიცხულია“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში 15 ივლისს, ყაზანის „რუბინი“ მოსკოვში, სწორედ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

0.129197