არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლიონელ სკალონი მუშაობას გააგრძელებს. L’Equipe-ს განცხადებით, ადგილობრივი ფეხბურთელის ფედერაცია ახალგაზრდა სპეციალისტს სრულ ნდობას უცხადებს და უახლოეს ნახებში კონტრაქტსაც გაუხანგრძლივებს.
როგორც ცნობილი ხდება, სკალონი „ალბისელესტეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ბოლომდე დარჩება, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ხელშეკრულება მუნდიალის ფინალური ეტაპისთვის გახანგრძლივდება.
შეგახსენებთ, რომ სკალონის გაწვრთნილი არგენტინა ახლახან დასრულებულ კოპა ამერიკაზე მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.