ფეხბურთი

11:40 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" გრიზმანს კვირას წარადგენს

კატალონიის „ბარსელონა“ ანტუან გრიზმანს კვირას, 14 ივლისს წარადგენს. ამის შესახებ „ბლაუგრანას“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

პრეზენტაცია „კამპ ნოუს“ სტადიონზე თბილისის დროით 21:30 საათზე შედგება.

შეგახსენებთ, რომ „ბარსამ“ გრიზმანი „ატლეტიკოდან“ 120 მილიონ ევროდ შეიძინა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. საინტერესოა, რომ მისი გამოსასყიდი თანხა კოლოსარულია - 800 მილიონი ევრო.

0.112953