ფეხბურთი

0:53 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ინტერმა" ნიკოლო ბარელა დაიმატა

მილანის „ინტერმა“ იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა დაიმატა. როგორც „ნერაძურის“ ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„კალიარიმ“ ნიჭიერი ნახევარმცველის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსებიც დაემატება.

ბარელა სარდინიელთა რიგებში 2014 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში კი მოედანზე 38-ჯერ გავიდა და 1 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში ნიკოლოს ანგარიშზე 7 თამაში და 2 გოლია.

0.134415