ფეხბურთი

21:54 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" ლაცარი დაიმატა

25 წლის მარჯვენა გარემარბი მანუელ ლაცარი კარიერას რომის "ლაციოში" გააგრძელებს. სპალ-ის აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა რომაელებთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა. იტალიელის ტრანსფერი "ლაციოს" 17 მილიონი ევრო დაუჯდა.

ლაცარი "მონტეკიოს" აკადემიის აღზრდილია. სპალ-ში მანუელი 2013 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 182 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში გასულ წელს გამოიძახეს და მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. ლაცარის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

0.12892