ჭადრაკი

15:30 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე და ბაციაშვილი ჩინურ სუპერტურნირში ჩაებნენ

ჩინეთის ქალაქ შაოხინგში სტარტი აიღო ქალთა უძლიერესმა ტურნირმა ჭადრაკში. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება და მასში ორი ქართველი დიდოსტატი: ნანა ძაგნიძე (2511) და ნინო ბაციაშვილიც (2433) არის ჩართული.

სულ, ტურნირში 9 ქვეყნის 34 მოჭადრაკე მონაწილეობს, რომელთა შორის სხვადასხვა წლებში მსოფლიო ჩემპიონები – ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ანა უშენინა (უკრაინა) და ტან ჟონგიც (ჩინეთი) არიან.
5 ტურის თავზე ძაგნიძე 2.5 ქულით მეთხუთმეტე-ოცდამეორე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეცხრამეტეა. ბაციაშვილი 2.0 ქულით ოცდამესამე-ოცდამეშვიდე პოზიციებს იყოფს, ხოლო დამატებითი მაჩვენებლებით, ოცდამეშვიდეა.
ამ დროისთვის შეჯიბრს 4.5 ქულით ერთპიროვნულად ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა (2474) ლიდერობს, მონღოლ ბატხუაგ მუნგუნტუულს (2412) 4.0 ქულა აქვს, შემდეგ კი, 3.5-3.5 ქულით ქი გუო (ჩინეთი, 2375), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2517) და ოლგა გირია (რუსეთი, 2457) მოდიან.
მე-6 ტურში, რომელიც ხვალ შედგება, ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ჩინელ ტიანლუ გუს (2205) ეთამაშება, ხოლო ბაციაშვილი შავებით ინდოელ რუჩა პუჯარის (2268) გაეჯიბრება. ცენტრალურ პარტიაში მუნგუნტუული სტეფანოვას ეთამაშება.

0.115272