კალათბურთი

14:20 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

“თბილისი ჩელენჯის” გამარჯვებული 3×3 კალათბურთის ბელგრადულ ტურნირზე მიემგზავრება

13-14 ივლისს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტარტს აიღებს 3X3 კალათბურთში მსოფლიო ტურის ჩელენჯერი, “ბელგრად ჩელენჯი-2019”. ტურნირში მონაწილეობას იღებს “თბილისი ჩელენჯი 2019”-ს გამარჯვებული გუნდი “Tbilisi Old Eagles”.

ტურნირის საპრიზო ფონდი 30 000 ამერიკული დოლარია. ბელგრადში ქართული გუნდის ღირსებას დაიცავენ ზურა მაჩალაძე, მიხეილ ბერიშვილი, რევაზ ჩაჩანიძე და გიორგი კორსანტია.

“Tbilisi Old Eagles” ტურნირს საკვალიფიკაციო მატჩებით იწყებს და თუკი წარმატებით იასპარეზებს, ჯგუფში მოხვდება. ქართველების მატჩები 13 ივლისს, თბილისის დროთ 12:50 საათზე (ბოსნიურ Pale-სთან) და 13:40-ზეა (სერბულ Zemun-თან) ჩანიშნული. მატჩებს პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ უყუროთ ტურნირის Youtube-ის გვერდზე:

https://www.youtube.com/watch?v=QjUFN2XCwoY

https://www.youtube.com/watch?v=iSJEB1CeyoI

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124178