ფეხბურთი

13:30 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მესამე მოდული გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლებისა და პროფესიული განვითარების განყოფილების ორგანიზებით ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მესამე მოდული გაიმართა.

სასწავლო კურსის მონაწილეებმა ინფორმაცია სპეციფიური ფიტნესის, ინდივიდუალური ტაქტიკისა და კოორდინაცია-სტაბილიზაციის შესახებ მიიღეს. C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 21 მწვრთნელი ირიცხება, მათ შორის, ერთი გოგონაა. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარამტებით ჩაბარების შემთხვევაში, ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.

www.gff.ge

0.10551