თუ ადამიანს სილამაზისადმი უცნაური წარმოდგენა არ გააჩნია, ერთი ნახვითაც კი აუცილებლად შეუვარდება გული იტალიელ ლამაზმანზე, კრისტინა ბუჩინოზე, რომელიც იტალიის საფეხბურთო ნაკრების თილისმობის წოდების მოსაპოვებლად ძალ-ღონეს არ იშურებს და ამის შანსი ჰაი ჰაი რომ გააჩნია!
ლომბარდიაში შობილი და აღზრდილი კრისტინა ბუჩინო 33 წლისა მოყრილა და უკვე 15 წელია, რაც სამოდელო საქმითაა დაკავებული. ამ დიდებული ასულის ფეხთაქვეშ განერთხა სულ ცნობილი და ნარჩევი სამოდელო სააგენტოები, თუმცა როგორც ჩანს, სენიორიტა კრისტინა ლამაზთან ერთად ჭკვიანი ქალიცაა და სულ სხვა რამ მოუფიქრებია.
თავისი არცთუ მცირე დანაზოგით, კრისტინა ბუჩინომ საკუთარი, სამოდელო სახლი გახსნა და დიდებულ ფიგურას პირად ბიზნესს ახმარს, რაც მართებული და გონივრული გათვლაა. ამის პარალელურად კი, როდესაც დრო და ჟამი მიეცემა, მუდმივად იტალიის წარჩინებულ საზოგადოებაში ტრიალებს. პოპულარობასაც სხვა მეტი კი არაფერი ჭირდება!...