ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიურმა „ვენტსპილსმა“ ალბანურ „ტუეტას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მატჩმა ჩვენი ყურადღება იმით მიიქცია, რომ ლატვიელთა რიგებში გიორგი მჭედლიშვილის დებიუტი შედგა, თანაც წარმატებული - საგოლე პასი მიითვალა.
ქართველი მცველი „ვენტსპილსში“ 10 დღის წინ გადავიდა და „ტუეტასთან“ მატჩი პირველად მოირგო გუნდის მაიური. გიორგიმ 90 წუთი ითამაშა, ოღონდ არა მისთვის ჩვეულ მარჯვენა, არამედ მარცხენა ფლანგზე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია თავი კარგად წარმოეჩინა.
78-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მჭედლიშვილმა იაქტიურა და საბოლოოდ ეპიზოდი დანილს ულიმბავსესის გოლით დასრულდა, ხოლო ასისტენტის როლში ჩვენებური იყო (ეპიზოდი იხილეთ 4:20 წუთიდან).
„ვენტსპილსმა“ დარჩენილ დროში მესამეც გაიტანა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.