ფეხბურთი

23:25 | 11.07.2019 | ნანახია 2894 - ჯერ

"ჩიხურამ" "ფოლა ეში" დაამარცხა

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საჩხერის ჩიხურამ ეშში "ფოლა ეშის" წინააღმდეგ ჩაატარა, 2:1 გაიმარჯვა და საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა შეიქმნა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, როდესას ოლეგ მამასახლისმა დაცვაში კორალის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია და სინანიმ ზუსტად შეასრულა პენალტი. 59-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 86-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.

აღნიშნულ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 ივლისს "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული კი შემდეგ ეტაპზე "აბერდინსა" და "როვანიემს" შორის საუკეთესოს შეხვდება.

ფოლა ეში: კაბრალი, მერში, კლეინი, ბერნარდი, საკრასი, ფრეირი, კორალი (ზაკი 86), მუჰარემოვიჩი, სინანი (ოუასი 88), სეიდი, კარონი (დრიფი 76);

ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, მაისაშვილი, მამასახლისი, ჩიკვაიძე, არდაზიშვილი (ჩიხლაძე 65), ჩიტეიშვილი, მარკოზაშვილი, ლექვთაძე (ფანცულაია 75), სარდალიშვილი, დეკანოიძე (კაშია 90);


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:01 | 12.07.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

Genacvalet!!! Magram erti ram mainteresebs-ratomaa Chikhuras tamashebi yoveltvis santlit sadzebni,vgulisxmob video gadagebas,stumrad erti videooperatoris gayoleba da golebis kai xarisxit chveneba base dznelia!?

23:44 | 11.07.2019
alfadhirhaiti (7530)

ჩიხუუუ ♥ მაინც გაგვახარეს

თქვენ გაგიმარჯოთ, როგორ შეგვეწევა თან ეს მოგების ქულები

P.S 15 წუთი როგორ გადაცდა მატჩის ძირითად დროს?

23:43 | 11.07.2019
O. Mertskhali (8101)

არადა ვფიქრობდი, ჩაგვშხამდა გუშინდელი სიხარული მეთქი.. თან, რეპორტაჟიც რომ ვერსად ვნახე..

23:39 | 11.07.2019
O. Mertskhali (8101)

ჩიხუ, რა ხარ, ბიჯო, რაა ))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064387
სარეკლამო ადგილი - 99
X x X