ფეხბურთი

17:20 | 3.10.2014 | ნანახია 690 - ჯერ

კუიტმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

სტამბულის “ფენერბაჰჩეს” თავდამსხმელმა დირკ კუიტმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა De Telegraaf-ს ამცნო: “რთული გადაწყვეტილება მივიღე, ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში თამაში ძალიან დიდი პატივი იყო და ყოველთვის ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი დავრჩები.”

34 წლის კუიტმა “ნარინჯისფერთა” მაისურით 104 მატჩი ჩაატარა და 24 გოლთან ერთად 19 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ჰოლანდიელმა საკუთარი ქვეყნის ღირსება სამ მუნდიალსა (2006, 2010, 2014) და ორ ევროპის ჩემპიონატზე (2008, 2012) დაიცვა.

ფეხბურთელი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალოსანი გახდა, ხოლო ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მასპინძლების ძლევის შემდეგ, საკუთარ ჯილდოებს ბრინჯაოს მედალიც შემატა.

გიორგი ბალახაძე

თეგებიდირკ კუიტი

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:42 | 03.10.2014
Tifoz Di MALDINI (18767)

ფინალში კი გაგვიტანე გოლი მაგრამ მაინც მგელი ხარ )

22:35 | 03.10.2014
Tifoz Di MALDINI (18767)

დიდი დანაკლისი იქნება ნარინჯისფერთათვის.

20:16 | 03.10.2014
geomadridista (2311)

ეგ კიაიტია ))) ცნობილაძე ინ ექშენ ))

17:53 | 03.10.2014
kobe bryant24 (4850)

ლივერში კაი იყო ერთ დროს

0.144044